27 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაური თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მუჰამეთგელდი სერდაროვმა გააცილა.

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი, თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში მემორიალურ კომპლექს "ხალხის მეხსიერებაში" იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურმა აშხაბადის 1948 წლის მიწისძვრის მსხვერპლთა, გეო-კტე-პეს 1881 წლის ბრძოლაში დაღუპულთა და სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალები გვირგვინებით შეამკო. პრემიერ-მინისტრი მემორიალურ კომპლექსში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

 




დღის ამბები