მოსკოვი ისევ იმუქრება - თუ დასავლეთი კიევს შორი მოქმედების იარაღს მიაწოდებს, უკრაინაში სპეცოპერაციის გეოგრაფიული მიზნები კიდევ უფრო შორს წავა, ამის შესახებ სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვი არ დაუშვებს უკრაინის ტერიტორიაზე განთავსდეს დასავლური იარაღი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ დააყენებს.
"რადგან დასავლეთი უუნარო გაბრაზებით ან სიტუაციის რაც შეიძლება დამძიმების სურვილით, სულ უფრო მეტ შორი დისტანციის მქონე იარაღს უყრის თავს უკრაინაში, მაგალითად ჰაიმარს, სპეცოპერაციის გეოგრაფიული მიზნებიც მიმდინარე ხაზიდან შორს გადაინაცვლებს. პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა - სანამ არსებობს საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სამხედრო საფრთხე უკრაინის ტერიტორიიდან, დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია ამოცანად რჩება. ახლა გეოგრაფია სხვაგვარია.
ეს შორსაა მხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისგან, ეს ასევე უკავშირდება ხერსონის რეგიონს, ზაპოროჟიეს და მთელ რიგ სხვა ტერიტორიებს. ეს პროცესი გრძელდება თანმიმდევრულად და დაჟინებით. სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეოგრაფიული მიზნები უკრაინაში აღარ შემოიფარგლება მხოლოდ აღმოსავლეთით, დონბასის რეგიონით, არამედ ის მოიცავს სხვა ტერიტორიებსაც, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ უკრაინის ტერიტორიის რომელიმე ნაწილზე, რომელსაც ზელენსკი გააკონტროლებს, იარაღის განთავსება. ეს პირდაპირ საფრთხეს შეუქმნის ჩვენი და იმ რესპუბლიკების ტერიტორიებს, რომლებმაც გამოაცხადეს დამოუკიდებლობა," - აცხადებს სერგეი ლავროვი.