27 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
"მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, მაგალითად ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი" - სალომე ზურაბიშვილი

ევროპელი კანონმდებლების შეხვედრა პრეზიდენტთან. საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ. განსახილველი საკითხები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იყო. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი. პრეზიდენტის განცხადებით, ვიზიტი ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში ტარდება და ეს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის

"აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რამეთუ ბერკეტები, მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის, პარლამენტში იქნება თუ მთავრობაში, მათ ხელში არის მიღწევა ამ კანდიდატურის. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპოზიციონირებას.

მაგრამ, კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ, არის ხელისუფლების. ერთმანეთთან რაღაცა ჭიდილი, რომელიც არა მხოლოდ შიგნით არის, ასევე გარეთ და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი, მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაცა ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება, ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან, რათა ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღის ამბები