27 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოიკითხა

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოიკითხა. საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ წერეთელი ამბობს, რომ მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით ის გენერალური პროკურორის გამოკითხვას ითხოვს. წერეთლის განმარტებით, ინციდენტის დროს შოთაძე მანქანაში ჯდებოდა და ის შეიძლება ფაქტის მოწმე იყოს.

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ მან გამომძიებლებს მომხდართან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა. ინციდენტში მონაწილე პირებმა თავდაპირველად სარჩელი ინდივიდუალურად შეიტანეს - საქმეები საგამოძიებო უწყებამ გააერთიანა. 

"დაიწყო გამოძიება, მინდა, რომ ძალიან მალე ითანამშრომლოს ამერიკის საელჩომ და მიაწოდოს მასალები. მასალებს რომ ნახავს მთელი საზოგადოება, მიხვდება პარლამენტის როგორი წევრები ჰყავს ჩვენს ქვეყანას. შოთაძე აუცილებლად უნდა დაკითხონ და გეტყვით რატომ, თუნდაც ეს ინციდენტი რომ მოხდა, მე როგორც მახსოვს, იგი მანქანაში ჯდებოდა, მანამდე კი ანრი ოხანაშვილი 2 მეტრში იდგა მასთან და სავარაუდოდ დაინახა ჩვენი კომუნიკაცია," - ამბობს ვატო წერეთელი.

დღის ამბები