სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში 5 საათის განმავლობაში მოწმის სახით იკითხებოდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, დაკავების დროს სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო გადაცდომებს სწავლობს. დაკითხვის შემდეგ გამომძიებელს მედიასთან ჩვენების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მოწმის სახით საქმეზე სხვა პირებიც გამოიკითხებიან.
გამომძიებელი ირაკლი კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ სოსო გოგაშვილის მიმართ ასევე დანიშნული იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ის წარსდგა ექსპერტიზის წინაშე.
ადვოკატის თქმით, დაკავებულმა დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა როგორც დაკავების გარემოებებზე ასევე მასზე მიყენებულ დაზიანებებზე და ჩხრეკის დროს სახლებიდან წაღებულ ნივთებზეც.