27 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად, თბილისში შეხვედრებს მართავს

გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად, თბილისში შეხვედრებს მართავს. უკვე გაიმართა მოლაპარაკება პარლამენტის თავმჯდომარესთან. მთავარი თემები იყო ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და გერმანელი კოლეგების პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში.

შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აუდიენცია საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეებთან გაიმართა.

"სტუმარი დაინტერესდა იმით, თუ რა განწყობები არის ზოგადად, როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ ელიტაში ამ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუთხარით მას რომ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ასევე ძალიან ნათლად და მკაფიოდ ავუხსენით მას, რომ ის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ზედმიწევნით იქნება შესრულებული. ქალბატონი ვიცე-პრეზიდენტისგან იყო პასუხი, რომ თუ ჩვენ ყველა ამ საკითხს შევასრულებთ, მაშინ გერმანიის მხრიდან ჩვენ გვექნება უპირობო მხარდაჭერა", - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე.

 

 

დღის ამბები