27 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა ტაშკენტში ყინულის კომპლექსი Humo Arena დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციასთან ერთად მრავალფუნქციურ ყინულის კომპლექს Humo Arena-ზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს ყინულის კომპლექსის შესახებ ინფორმაცია უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მრავალფუნქციური ყინულის კომპლექსი Humo Arena 8.77 ჰა მიწის ფართობზეა განთავსებული და 12 500 ადამიანზეა გათვლილი. არენა ტაშკენტში ოფიციალური ღონისძიებების, კონკურსების, გამოფენებისა და კონცერტების გასამართად არის განკუთვნილი და აგებულია ტრანსფორმერის პრინციპით, რაც შესაძლებელს ხდის, ტერიტორია ძალიან მოკლე დროში სხვადასხვა ტიპის ღონისძიების გასამართად მოეწყოს.

ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ტაშკენტის მერიაშიც იმყოფებოდა, სადაც სიტუაციური ცენტრი დაათვალიერა.

 

 

დღის ამბები