27 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ნიკა გვარამია მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებას გამოეხმაურა - სააპელაციო სასამართლოში გვარამიას პროცესი მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს, ეს არის პირველი სხდომა მეორე ინსტანციაში.

საქმე ეხება "რუსთავი 2"-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვას, რაზეც ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა გვარამია პროცესზე სიტყვით გამოვიდა და პირველი ინსტანციის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას გამოეხმაურა. 

"ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ჩემი განცხადების შემდეგ, არ წყდება ბულინგი მისი მეუღლის და მისი შვილების წინააღმდეგ. გამოვრიცხავ, რომ ჩემი მეგობრის და ჩემი ოჯახის წევრის ჩართულობას ამ ყველაფერში. თუ ეს ხდება, მოვითხოვ სასწრაფოდ შეწყდეს ეს ყველაფერი. ჩხიკვაძეს კი შევახსენებ, რომ თავისი ქმედებების დროს, თუ ასევე იფიქრებს, ეს კეთილსინდისიერი იქნება. მოვისმინეთ ასევე სრულიად სამარცხვინო მედიისგან ფარული ჩანაწერები (სამარცხვინოს ვუწოდებ მედიის წარმომადგენელს და არა მედიას). პირადი საუბრების გასაჯაროება არის არამხოლოდ ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა არამედ დანაშაული", - აცხადებს გვარამია. 

გადაწყვეტილებას ორივე მხარე ასაჩივრებს. დღეს მხარეები მოისმენენ შესავალ სიტყვებს. 

ნიკა გვარამიას უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ საქართველო ახლა მომავლის განსაზღვრის მნიშვნელოვან ეტაპზე დგას. 

"მოსამართლეებს კარგად უნდა ესმოდეთ, მათი პასუხისმგებლობის ხარისხი, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული იტვრთებენ თუ არა ძალიან მძიმე პროფესიულ და მორალურ ტვირთს, რადგან საქართველო მომავლის განსაზღვრის მნიშვნელოვან ეტაპზეა. მათზეა დამოკიდებული გაიზიარებენ თუ არა ჩხიკვაძის მიერ ნაკისრ პასუხისმგებლობას",- აცხადებს საძაგლიშვილი. 

პროკურორი ზვიად გუბელაძე კი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის ადამიანი ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მიუხედავად მისი პოზიციისა.

დღის ამბები