სართიჭალა-გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ სართიჭალაში, ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოეწყო. ნერგების წარმოება ქართულ-პოლონურმა კომპანიამ "აგრომაქს დეკორმა" დაიწყო.
კომპანიამ, მეურნეობის მოსაწყობად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 350 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებაა. სანერგე მეურნეობაში 40 ადგილობრივია დასაქმებული.