რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, თეირანში სირიის შესახებ ასტანას პროცესის გარანტორების ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში, რუსეთის ლიდერი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ირანელ და თურქ კოლეგებთან.
თეირანში ვიზიტის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ სამეულის შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება საერთაშორისო და რეგიონული პრობლემების განსახილველად, მათ შორის უკრაინის კონტექსტშიც.