27 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
"ძალიან სერიოზული ძალები არიან ჩართული ბიძინა ივანიშვილის ამ არაფორმალური სანქცირების უკან" - სოზარ სუბარი

მორიგ განცხადებას ავრცელებს იურიდიული ფირმა MKD, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს. ივანიშვილის ინტერესების დამცველები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ "კრედიტ სუისის" მიერ უფლებების უხეშ დარღვევას, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს შვეიცარიულ მედიას, თუმცა ხსენებული ფაქტებით არცერთი გამოცემა არ დაინტერესდა.

ამ თემაზე დღეს შეფასებები გააკეთეს "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმაც. პარლამენტის წევრ სოზარ სუბარის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური სანქცირების უკან სერიოზული ძალები არიან ჩართულნი.

"როგორც კი ბოლო წერილში ითქვა, რომ შვეიცარიული ბანკის ამ უკანონო მოქმედებების უკან დგანან სხვა ძალები, რომლებიც აიძულებენ ბანკს, რომ მსგავსი ქმედება ჩაიდინოს, ამის შესახებ არც ერთმა შვეიცარიულმა მედიამ არ გამოაქვეყნა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ აქ ძალიან სერიოზული ძალები არიან ჩართული ბიძინა ივანიშვილის ამ არაფორმალური სანქცირების უკან," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

დღის ამბები