სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
სოსო გოგაშვილს ოფიციალურად ბრალი გუშინ წაუყენეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული - საუბარია პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება-შენახვაზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო შეძენა-შენახვაზე.
დაცვის მხარე სამივე მათგანს აბსურდად მიიჩნევს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს წარდგენას აპირებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად სამი დღის წინ აიყვანეს.