27 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ზელენსკიმ გენერალური პროკურორის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს და მათ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი თავის ვიდეომიმართვაში საუბრობს.

"გამოძიების სახელმწიფო ბიუროს თანამშრომლებმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარი დირექტორატის ყოფილი უფროსი დააკავეს. ეს ადამიანი სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებისას გავათავისუფლე და როგორც ვხედავთ, ეს გადაწყვეტილება სრულიად გამართლებული იყო. შეგროვდა საკმარისი მტკიცებულებები ამ პირის საეჭვო სახელმწიფო ღალატის შესახებ. მისი ყველა დანაშაულებრივი ქმედება დოკუმენტირებულია. ყველა, ვინც მასთან ერთად იყო, რუსეთის ფედერაციის ინტერესებისთვის მომუშავე კრიმინალური ჯგუფის წევრი, ასევე, აგებს პასუხს. საუბარია მტრისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემასა და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის სხვა ფაქტებზე.

დღეს მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენების შესახებ.

რუსეთიდან მორიგი განცხადება გავრცელდა უკრაინისთვის სავარაუდო „განკითხვის დღის" შესახებ. რა თქმა უნდა, ასეთ დაშინებას არავინ მიიღებს. მაგრამ ნახეთ, რა ცინიკურია იმავეს თქმა დღეს – რუსეთის მიერ მალაიზიური „ბოინგის" განადგურების მომდევნო წლისთავზე უკრაინის დონბასის ცაში. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 3 000-ზე მეტი საკრუიზო რაკეტა უკვე გამოიყენა. შეუძლებელია იმ არტილერიის და სხვა ჭურვების დათვლა, რაც გამოიყენეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ," - განაცხადა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ, ასევე, ისაუბრა კანადის გადაწყვეტილებაზე „ჩრდილოეთ ნაკადის" ტურბინასთან დაკავშირებით, რომლის გერმანიისთვის გადაცემა, მისი თქმით, სანქციების რეჟიმის დარღვევით გადაწყდა.

დღის ამბები