27 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
"რუსებს აქვთ ბრძანება, რომ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე მივიდნენ, არაერთხელ განაცხადეს ამ დავალების შესრულების შესახებ"- სერგეი გაიდაი 

რუსული აგრესიის 144-ე დღე - ოკუპანტების სამიზნე უკრაინის აღმოსავლეთია, იბომბება სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ბოლო 24 საათში, რუსმა სამხედროებმა 22 დარტყმა განახორციელეს დონეცკის ოლქის სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე,  იერიში მიიტანეს სუმის ოლქის 8 და ჩერნიგოვის ოლქის ერთ დასახლებაზე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუს სამხედროებს უბრძანეს, რომ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე მივიდნენ.

"რუსებს აქვთ ბრძანება, რომ ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე მივიდნენ, არაერთხელ განაცხადეს ამ დავალების შესრულების შესახებ, ჯილდოებიც მიიღეს, მაგრამ დარჩენილი რამდენიმე კილომეტრი მაინც ვერ გადალახეს. ლუგანსკის ოლქის ორი სოფელი კონტროლის ქვეშ რჩება. ერთ-ერთი სოფელი რამდენჯერმე აიღო ოკუპანტმა, მაგრამ ჩვენმა სამხედროებმა მტერი ყოველ ჯერზე უკან გააბრუნეს. თავდასხმის კიდევ ერთი მცდელობა რუსებს ბელოგორვკას მახლობლად ჰქონდათ, თუმცა ჩვენმა ჯარმა ეს შეტევაც მოიგერია. მტერი აგრძელებს დასახლებული პუნქტების დაბომბვას, მათ არ აინტერესებთ, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე", -აცხადებს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი
სერგეი გაიდაი

დღის ამბები