27 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
თანამედროვე ადამიანის წინაშე დგას ხოლმე საკითხი, იესო ქრისტე თუ შემოსავალი, უფალი არასდროს აკლებდა და აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არსებობის საშუალებას - მეუფე შიო

სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლს ქადაგებით მიმართა და მორწმუნეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა სულთმოფენობიდან მეხუთე კვირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფალი ადამიანს არასდროს არ აკლებს მატერიალურ სიკეთესა და არსებობის საშუალებას.

"თანამედროვე ადამიანის წინაშეც დგას ხოლმე ეს საკითხი - იესო ქრისტე თუ ჩემი შემოსავალი, რომელიც მაძლევს საშუალებას ვიარსებო და ვიცხოვრო. სამწუხაროდ, ბევრი ირჩევს ამ გერგესეველთა სულს, განწყობას. უფალი არასდროს აკლებდა და არ აკლებს ადამიანს მატერიალურ სიკეთეს, არასდროს აკლებდა არსებობის საშუალებას, მაგრამ უფალი ამბობს, რომ "პირველად ეძიებდეთ ღმერთის სასუფეველს და ეს ყველაფერი მოგეცემათ", - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ. 

დღის ამბები