სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ბრალის წარდგენის მოლოდინშია, მანამდე კი, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამოქმედო გეგმას ასაჯაროებს.
ადვოკატი აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილი გარკვეულ მასალებს ფლობს, რომლის გამოქვეყნებასაც ეტაპობრივად დაიწყებს. დასახელებულია თარიღიც - ადვოკატის განცხადებით, აღნიშული ინფორმაცია 25 ივლისამდე გასაჯაროვდება.
"ინფორმაციები არ შემოიფარგლება მხოლოდ არჩევნებით. მისი განმარტებით, აპირებს, რომ თითქმის ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას. ეს დოკუმენტები მას სახლში არ ჰქონდა, ის საზღვარგარეთ არის გადაცემული", - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ, რომელიცვერ აკონკრეტებს ვინ არის გოგაშვილის მოკავშირე საზღვარგარეთ.
ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.