27 ნოემბერი 2024,   11:44
ვრცლად
მთის ფესტივალი თუშეთსა და ყაზბეგში, შემეცნებითი ტურები, მუსიკა და ტრადიციული სამზარეულო - პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთის კვირეული ყოველწლიური გახდება

თუშეთი და ყაზბეგი ტურისტულ ფესტივალს მასპინძლობს. თავგადასავლებისა და მთის მოყვარულებს საშუალება აქვთ, თუშეთის ადათ-წესები და კულტურა უფრო ახლოს გაიცნონ.

ყველაფერმა, რაც მთასთან კავშირშია ერთ სივრცეში გადაინაცვლა ყაზბეგშიც. ადგილზე მიმდინარეობს ქსოვისა და რეწვის გაკვეთილები. ღონისძიებაში ჩაერთნენ ცნობილი ქართველი მუსიკალური ჯგუფები. შეფ-მზარეულებმა და ადგილობრივებმა კი ხინკლის მომზადების მასტერკლასს წარმოადგინეს.

შემეცნებითი ტურები, ქსოვისა და რეწვის გაკვეთილები და სპორტული ღონისძიებები - ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დღეს მთის სტუმრები დაესწრნენ.

მთის ფესტივალი საქართველოს მთავრობის ინიციატივით იმართება. თუშეთში ჩავიდა პრემიერ-მინისტრიც.

დღის ამბები