27 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
სოსო გოგაშვილი საცხოვრებელი სახლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე საცხოვრებელი სახლიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს. 

სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. იქამდე, ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავებაზე პირველი განმარტება სუს-ში გაკეთდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა. საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

სოსო გოგაშვილის მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი ამტკიცებს, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია ძალადობრივი ხასიათს იყო და მისივე თქმით, მის მეუღლეს იარაღი ჩაუდეს. 

"კინოში მეგონა თავი, შემოვარდნენ, ჩემი ბიჭი დააგდეს, ხელები სულ დალურჯებული აქვს. სოსოც დააგდეს, უკნიდან დაარტყეს წიხლი. ბორკილები რომ დაადეს, ხელი მიადებინეს იარაღზე სოსოს და ლეიბის ქვეშ ამოდეს ეს იარაღი,"- ამბობს  სოსო გოგაშვილის მეუღლე. 

ჩხრეკა ასევე, სოსო გოგაშვილის მშობლიურ მხარეში დედოფლისწყაროშიც ჩატარდა. 

გამოძიება ასევე დაინტერესდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი სახლით, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში, სადაც ამ დროს მისი ქალიშვილი იმყოფებოდა.  

დღის ამბები