თუშეთში ხვალ მთის კვირეული იხსნება. ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის დასახვედრად სამზადისი ომალოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში ჩასულებს საშუალება ექნებათ თუშურ დოღს დაესწრონ, დააგემოვნონ ადგილობრივი ტრადიციული კერძები და მთელი დღის განმავლობაში ფოლკლორულ მუსიკას მოუსმინონ.
ომალოში უკვე ჩასულები არიან უცხოელი დამსვენებლები, გაშლილია კარვები, ტურისტებს გართობის საშუალება მთელი დღის განმავლობაში ექნებათ. მთის კვირეულის გახსნას თუშეთში დაესწრება პრემიერ-მინისტრიც.