27 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
ვინიცაში დაღუპულების ხსოვნას პატივი ყვავილებით მიაგეს - რუსულმა რაკეტამ 23 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან სამი მცირეწლოვანი იყო

უკრაინაში, ქალაქ ვინიცას ცენტრში მოქალაქეები დილიდან შეიკრიბნენ და თავდასხმის ადგილი ყვავილებით შეამკეს. რუსულ რაკეტას, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, 4, 7 და 8 წლის ბავშვები არიან. თავდასხმის მომენტში 7 წლის ბიჭი დედასთან ერთად კლინიკაში იმყოფებოდა, ორივე ადგილზე გარდაიცვალა. 8 წლის ბიჭი კი ბიძას ავტომობილში ელოდებოდა, ნათესავი გადარჩა, ბავშვი ადგილზე დაიღუპა.

ოკუპანტმა 4 წლის ლიზას სიცოცხლეც იმსხვერპლა, რომელიც დედასთან ერთად შინ ბრუნდებოდა.

დაშავებულთა რიცხვი 183 მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია. პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 18 ადამიანი, ამ დრომდე, დაკარგულად ითვლება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია 50-მდე შენობა ნაგებობა. ნანგრევებად არის ქცეული საცხოვრებელი კორპუსები, გასართობი და მოსასვენებელი ადგილები, სამედიცინო ცენტრი და საკონცერტო დარბაზი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ამბობს, რომ ქალაქს 3 რაკეტა ესროლეს.

დღის ამბები