27 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
თუ პრეზიდენტის მიერ მოწვეული სხდომის საბოტაჟი მოხდება, ეს იქნება ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი - პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულება გაცემას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები უკვე მოჰყვა.  ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის მოთხოვნით მიმართა, გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის თქმით, თუ პრეზიდენტის მიერ მოწვეული სხდომის საბოტაჟი მოხდება, ეს იქნება საბოტაჟი არა საპარლამენტო სხდომის და სესიის, არამედ - ევროინტეგრაციის პროცესის.

"მისასალმებელია და ხელს უწყობს პოლარიზების დასრულებას. თანამშრომლობის პლატფორმა პარტიებს შორის, არის პარლამენტი. ახლა მთავარია "ქართულ ოცნებას" ეყოს პოლიტიკური ნება და ლიდერებს გამბედაობა იმის, რომ მოვიდნენ სხდომაზე და საბოტაჟირება არ მოაწყონ. თუ მოხდება პრეზიდენტის მიერ მოწვეული სხდომის საბოტაჟი, როგორც ეს ერთხელ უკვე ვნახეთ, როცა ჩაკეტეს პლენარული სხდომის დარბაზი, ეს იქნება საბოტაჟი არა საპარლამენტო სხდომის და სესიის, არამედ იქნება ევროინტეგრაციის პროცესის," - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განკარგულება გამოსცა.

დღის ამბები