27 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
არანაირი ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს... მოვუწოდებ ყველას, რომ სრულად მიიღონ მონაწილეობა - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, თუ რატომ მიიღო პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის გადაწვეტილება. 

"ხელი მოვაწერე განკარგულებას სესიის ჩანიშვნაზე. არანაირი ბულინგისა და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის 12 რეკომენდაცია, რომელიც უნდა შევასრულოთ.

მიმაჩნია, რომ სესია არის ახლა სრულიად გამართლებული, ახლა გამართლებული არ არის შესვენება. მოვუწოდებ ყველას, რომ სრულად მიიღონ მონაწილეობა.

ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ის კანონები, რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად. ყველა საკითხი, და, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ჩვენ ერთად, დიალოგით და პარლამენტში ყოფნით უნდა გადავწყვიტოთ. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა, ის ევროპული პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ და არავის არ აქვს უფლება რომ გზიდან გადაგვიყვანოს," -  განაცხადა პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მიმართვა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია მოიწვია. პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში შევიდა.

დღის ამბები