რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში ტყვეობაში მყოფი ბრიტანელი მოხალისე გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ ომბუდსმენი ავრცელებს.
მათივე ცნობით პოლ ური, რომელიც უკრაინის მხარეს მოხალისის სტატუსით იბრძოდა, 10 ივნისს სტრესისა და ქრონიკული ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ის არ ყოფილა იმ მოხალისეებს შორის (ბრიტანელები შონ პინერი, ეიდენ ასლინი, ასევე მაროკოელი საადუნ ბრაჰიმი), რომელთაც ცოტა ხნის წინ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. განაჩენის აღსრულების შესახებ ჯერ ცნობები არ გავრცელებულა.
აპრილში, ბრიტანულმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ Presidium Network-მა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა დაატყვევეს ორი მოხალისე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდნენ უკრაინას. ესeნი იყვნენ პოლ ური და დილან ჰილი, ოკუპანტების მიერ მათი დაკავება სამხრეთ უკრაინის ერთ-ერთ საგუშაგოზე მოხდა. ურის დედამ ისაუბრა იმაზე, რომ მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, რადგან მამაკაცს 1 ტიპის დიაბეტი ჰქონდა და ინსულინი სჭირდებოდა.