შეერთებულმა შტატებმა დაუშვა რუსეთთან გარიგებები სასუქების, საკვების, მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის შესახებ, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსული მედია იუწყება, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთთან ტრანზაქციები დაუშვა სასუქებზე, საკვებზე, მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობაზე.
სტატიაშივე აღნიშნულია რომ შეერთებულ შტატების ხაზინამ, ასევე ამოიღო სანქციების სიიდან ის ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია გაზპრომის ყოფილ გერმანულ შვილობილ კომპანიასთან.