პარიზში საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული - ბასტილიის დღე აღნიშნეს. დღესასწაულთან დაკავშირებით ელისეის სასახლესთან მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა.
საზეიმო დღე ეიფელის კოშკთან გრანდიოზული ფოიერვერკით დაიხურა. უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოსახატად კი, კოშკი დროშის, ლურჯ-ყვითელ ფერებში იყო განათებული, ადგილზე ისმოდა ევროვიზიის წლევანდელი გამარჯვებულის, უკრაინული ჯგუფის სიმღერაც.