27 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
იტალიის პრემიერ-მინისტრი გადადგომას აპირებს - გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება

იტალიის პრემიერი მარიო დრაგი გადადგომას აპირებს - გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც მმართველ კოალიციაში ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ უარი განაცხადა მონაწილეობა მიეღო მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში, დრაგიმ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ის აცხადებს, რომ ეროვნული ერთიანობის კოალიცია, რომელიც ზურგს უმაგრებდა მთვარობას, აღარ არსებობს.

"ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა", რომელიც კოალიციურ მთავრობაში ერთ-ერთი პარტიაა და რომელსაც დრაგი ხელმძღვანელობს, ეწინააღმდეგებოდა ახალ განკარგულებას, რომელიც მიზნად ისახავს ინფლაციის შემცირებას და ენერგეტიკული ხარჯების ზრდას. თუმცა, ანალიტიკოსები წერენ, რომ დრაგის გადადგომა შიდაპარტიულ უთანხმოებას უკავშირდება.

დღის ამბები