27 ნოემბერი 2024,   11:40
ვრცლად
ლევან დავითაშვილმა კომპანია "უოთერ ლენდის" ახალი საწარმო გახსნა

ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა კომპანია "უოთერ ლენდის" ახალი საწარმო გახსნა. საწარმო "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით ნატახტარში გაიხსნა.

ვიცე-პრემიერი საწარმოს საქმიანობას გაეცნო, რომლის წარმოებული პროდუქციის 80%-ზე მეტი ექსპორტზე 10-ზე მეტ ქვეყანაში გაიგზავნება.

საწარმოში, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული, მტკნარი და მინერალური წყლების და ლიმონათის წარმოება მიმდინარეობს. ახალი საწარმოს მშენებლობაში კომპანიამ 3 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

დღის ამბები