რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ქალაქ ვინიცის ცენტრი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით დაჭრილია 6 ადამიანი და დაღუპულია მინიმუმ 8, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია. ქალაქის ცენტრში 50-მდე ავტომობილი იწვის.
საოფისე შენობას 3 რაკეტა მოხვდა. დაბომბვისას დაზიანდა ასევე ოფიცერთა სახლი და ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები.
როგორც ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი აცხადებს, დაბომბვის ადგილზე ცეცხლი გაჩნდა და ხანძარი ავტოსადგომს მოედო. ხანძრის ლიკვიდაციაზე ამ დროისთვის მეხანძრეები მუშაობენ.