27 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
ევროკავშირის 12 პუნქტი არის დიდი პროგრამა და ფაქტობრივად, დიდი გამოწვევა ქართული პოლიტიკისთვის-ჰუბერტ ქნირში

ევროკავშირის 12 პუნქტი არის დიდი პროგრამა და ფაქტობრივად დიდი გამოწვევა ქართული პოლიტიკისთვის, ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთმანეთთან თანამშრომლობის ძალა უნდა გამონახონ.

"ევროკავშირის 12 პუნქტი არის დიდი პროგრამა და ფაქტობრივად, დიდი გამოწვევა ქართული პოლიტიკისთვის. მესმის, რომ ზოგი პარტიისთვის რთულია, ზოგიერთ პარტიას ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია არ აქვს, უჭირს, მაგრამ ეს არის ის, რისი ხილვის იმედიც ევროკავშირს საქართველოში აქვს. იმედი მაქვს, რომ პარტიები გამოიჩენენ გამბედაობას და ძალას, რომ ამ სახის თანამშრომლობა განახორციელოს. თუკი გსურს, პროევროპული პარტია იყო, ეს უნდა გაითვალისწინო,"-აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

დღის ამბები