27 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
როგორ ხდება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია საქართველოში- სვენ მიქსერის ანგარიშის პირველი საკომიტეტო განხილვა დასრულებულია

როგორ ხდება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაცია საქართველოში, სვენ მიქსერის ანგარიშის პირველი საკომიტეტო განხილვა დასრულებულია. რეზოლუციის პროექტი, რომელიც ავტორმა წარადგინა, 18 პუნქტისგნ შედგება. პროექტში საუბარია ყველა იმ საკითხზე, რომლის მოგვარებისკენაც საქართველოს ევროპული ინსტიტუციები მოუწოდებენ, პოლიტიკურ დიალოგზე, არჩევნებზე, სასამართლო რეფორმაზე, მედიის უფლებებზე.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა. აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. სვენ მიქსერის მოხსენების შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო დებატები. საგარეო კომიტეტზე სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. ისმოდა მწვავე შეფასებებიც.

"ანგარიშის პროექტი მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, იმისათვის, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველომ უნდა გაატაროს ძირითადი რეფორმები, რომლებიც მითითებულია საქართველოს წევრობის განაცხადის შესახებ კომისიის მოსაზრებაში. რეზოლუცია, ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები და განსაზღვრონ რეფორმების პრიორიტეტები, რომლებიც კომისიის მოსაზრებაშია მითითებული, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა მოხდეს ქვეყნის ევროპული მისწრაფების იმპლემენტაცია.

პროექტში აღნიშნულია, რომ დეპოლარიზაცია კვლავაც არის საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელი მახასიათებელი და იმეორებს, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენს გზას საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ. პროექტი, ასევე ხაზს უსვამს მართლმსაჯულების ჭეშმარიტი და საფუძვლიანი რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას გამჭვირვალე და 2021 წლის სასამართლო რეფორმის სტრატეგიის საფუძველზე.

იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაასწორონ ის ხარვეზები, რომლებიც გამოავლინა ვენეციის კომისიამ ყველა დონის მოსამართლეთა ნომინაციასა და დანიშვნაში, ასევე გენერალური პროკურორის. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს,"-აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი სტონეთიდან  სვენ მიქსერი.

დღის ამბები