27 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
საქართველოს პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია GRECO-მ სრულად შესრულებულად მიიჩნია

ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა და პროკურატურის შესახებ გაცემული რეკომენდაცია სრულად შესრულებულად მიიჩნია.

ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლების და დისციპლინური გადაცდომების შესახებ გენერალური პროკურორის 16 მაისის ბრძანებას.

მათი შეფასებით, აღნიშნული ნორმატიული აქტით ზუსტად განისაზღვრა პროკურორების დისციპლინური გადაცდომების სახეები და უზრუნველყოფილ იქნა შესაბამისი დისციპლინური სახდელების გამოყენების პროპორციულობა.

დღის ამბები