შრი-ლანკის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გოტა-ბაია რაჯა-პაკსა მალდივის კუნძულებზე იმყოფება. პრეზიდენტის რეზიდენციაზე ათასობით დემონსტრანტის მიერ მიტანილი შტურმის შემდეგ, მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.
ეკონომიკური კრიზისის გამო დაწყებული მასობრივი დემონსტრაციებისა და არეულობის ფონზე პრეზიდენტი საპროტესტო აქციის მონაწილეებს გადადგომას დღეისთვის დაპირდა.
ადგილობრივი მოსახლეობა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ადანაშაულებს.
შრი-ლანკის მოსახლეობას თვეების განმავლობაში შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია, ქვეყანაში დეფიციტურია საწვავი, საკვები და მედიკამენტები.