ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ახლა არა მხოლოდ ნერგავს ნატოს სტანდარტებს, არამედ მას შეუძლია, ახალი სტანდარტების შემუშავებაშიც მიიღოს მონაწილეობა. უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ მიმდინარე ომში უკრაინის სახელმწიფო არა მხოლოდ საკუთარ თავს იცავს, არამედ ის პარტნიორი ქვეყნების განვითარებასაც უწყობს ხელს. ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ძალები უკრაინულ ქალაქებზე იერიშებს არც ერთი დღით არ წყვეტენ.