20 წლის ბიჭი, რომელსაც ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი თავში მოხვდა, გარდაიცვალა.
12 ივნისს ბიჭი სახლიდან სამსახურში ფეხით მიდიოდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
BAU-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის რეანიმაციულ განყოფილებაში დარჩა და გარდაცვალებამდე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
ახალგაზრდა გუშინ საღამოს გარდაიცვალა.