27 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ვარშავაში ე.წ. ქურდული შეკრებაზე ლავასოღლის დაჯგუფების წევრები დააკავეს

პოლონეთის დედაქალაქში ე.წ. ქურდული შეკრება სპეცოპერაციით დასრულდა. ვარშავაში ჩასული ე.წ. კანონიერი ქურდები შეკრების ადგილიდან გაიქცნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ოთხი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება მაინც მოახერხეს.

დაკავებულნი არიან მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის დაჯგუფების წევრები - რამაზ ჯინჭარაძე, ალეკო პავლიაშვილი, სულხან თვალჭრელიძე და მამუკა კვიჟინაძე. თავად ლავასოღლიმ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

ვარშავაში ე.წ. ქურდულ შეკრებაზე სულ 35-მდე კანონიერი ქურდი ჩავიდა. მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებს ამ შეხვედრაზე კლანებს შორის არსებული დაპირისპირების მოგვარება ჰქონდათ დაგეგმილი.

დღის ამბები