იაპონიის ყოფილ პრემიერ - მინისტრს, შინძო აბეს დღეს დაკრძალავენ. ცერემონიის დაწყების წინ, აბესთვის პატივის მისაგებად ასობით ადამიანი ყვავილებით მივიდა. 67 წლის შინძო აბეს, საკუთარ ამომრჩევლებთან შეხვედრისას, სიტყვით გამოსვლის დროს, ზურგში ესროლეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მომხდარს მსოფლიო ლიდერებიც გამოეხმაურნენ და ფაქტზე მწუხარება გამოთქვეს.