27 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
თეთრი სახლის ინფორმაციით, ირანი აპირებს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გადასცეს

ირანი აპირებს, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი გადასცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, მათთვის უცნობია უკვე მიაწოდა თუ არა ირანმა რუსეთს დრონები, მაგრამ აღნიშნა, რომ შტატებს აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ირანი ამისთვის ემზადება.

"ჩვენი ინფორმაციით, ირანი აპირებს რუსული ძალების მომზადებას, რომ გამოიყენონ მათი დრონები. სატრენინგო პერიოდი ივლისის დასაწყისშივე უნდა დაწყებულიყო. ჯერ უცნობია გადასცა თუ არა დრონები ირანმა რუსეთს, თუმცა ვიცით, რომ ირანმა რუსეთს შესაძლოა რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ეძებს რუსეთი ირანის მსგავს ქვეყნებს, პარტნიორობისთვის. ჩვენ, ჩვენი მხრივ გავაგრძელებთ უკრაინელების დახმარებას რათა აწარმოონ თავიანთი ქვეყნის ეფექტური დაცვა," - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი. 

 

დღის ამბები