უკრაინის პრეზიდენტი სახიფათო გამონაკლისად აფასებს კანადის გადაწყვეტილებას, გერმანიას დაუბრუნოს ბუნებრივი აირის ტურბინა, რომელიც მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ის სრული დატვირთვით ასამუშავებლად არის განკუთვნილი.
ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის გადაწყვეტილებას რუსეთის ხელმძღვანელობისთვის პროვოცირებულ სტიმულს უწოდებს, რათა გაზარდოს მან ზეწოლა ევროპაზე.
"თუ ტერორისტულ სახელმწიფოს, შეუძლია თავი აარიდოს სანქციებს, მაშინ რა გამონაკლისი მოუნდება ხვალ და ზეგ? ეს კითხვა ძალიან საშიშია. უფრო მეტიც, ეს საშიშია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ დემოკრატიული სამყაროს ყველა ქვეყნისთვის. ახლა უკვე ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი შეეცდება, არა მხოლოდ მაქსიმალურად შეუზღუდოს გაზის მიწოდება ევროპას, არამედ სრულად შეუწყვიტოს. სწორედ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ასეთ პირობებში ყოველი დათმობა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის აღიქმება, როგორც სტიმული სამომავლო უფრო ძლიერი ზეწოლისთვის. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების გადახედვა. რუსეთი ენერგოსფეროში არასდროს თამაშობდა წესებით და არც ახლა ითამაშებს, თუ არ დაინახავს ძალას. საუბარი მქონდა თურქეთის პრეზიდენტთან, განვიხილეთ ჩვენი ექსპორტის აღდგენა შავი ზღვის გავლით. ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი იგრძნობს მსოფლიოში, პროდუქტების კრიზისს,"- განაცხადა ზელენსკიმ.