27 ნოემბერი 2024,   11:46
ვრცლად
საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 33 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 9 წლის ბავშვიც არის - ომის 139-ე დღე უკრაინაში

დღეს უკრაინაში ომის 139-ე დღეს, რუსეთი კი, უკრაინის ტერიტორიაზე სასიკვდილო დაბომბვებს აგრძელებს. 

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 347 ბავშვი დაიღუპა, 648 კი დაშავდა.

მსხვერპლი გაიზარდა დონეცკის რეგიონში, ამ დროისთვის ქალაქ ჩასივ-იარის 5-სართულიანი შენობის ნანგრევებში 33 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, მათ შორისაა 9 წლის ბავშვიც.

მსხვერპლია ხარკივშიც, რუსული რაკეტა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს და კერძო სახლს მოხვდა, როგორც ცნობილია, შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა, მათ შორისაა 4 და 16 წლის ბავშვებიც.

დილიდან რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს სალტიკვასა და კიევის რაიონებში. სარაკეტო იერიშები გრძელდება ოდესისა და ლუჰანსკის რეგიონებზეც.

დღის ამბები