27 ნოემბერი 2024,   11:53
ვრცლად
შვეიცარიის ქალაქ ბერნში, საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა

შვეიცარიის ქალაქ ბერნში, საქართველოს პირველი დიპლომატიური მისიისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფა იმ შენობაზე განთავსდა, სადაც 1918-1920 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა და საქართველოს პრესის ბიურო მდებარეობდა.

ღონისძიებას დაესწრო ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერიც, მემორიალური დაფა კახა კალაძესთან ერთად, ბერნის მერმა გახსნა.

"გარკვეული წლების განმავლობაში არ მოიძებნებოდა ეს შენობა-ნაგებობა, არ გვქონდა ინფორმაცია თუ სად იყო პირველი დიპლომატიური მისია, რომელ შენობაში იყო განთავსებული და შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენი საელჩოს ჩართულობით, არქივში მოიძებნა ეს შენობა-ნაგებობა," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დღის ამბები