27 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
საქართველო, მთავრობის კეთილსინდისიერების რეიტინგში ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა

საქართველო, მთავრობის კეთილსინდისიერების რეიტინგში ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა და მსოფლიოში 35-ე ადგილი დაიკავა. 

10 წლიანი მუშაობის შედეგებსა და გლობალურ რეიტინგებზე პრემიერ - მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველომ, პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ადგილი დაიკავა. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, ქვეყანა ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის 12 სახელმწიფოს უსწრებს.

პრემიერმა მთავრობის სხდომაზევე თქვა, რომ საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არსებული მონაცემები ”ქართული ოცნების” მუშაობის და სწორი პოლიტიკის შედეგია. 

მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს როლზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ ქვეყნის წარმატებაზე მუშაობას ყველა სახელმწიფო უწყება აქტიურად განაგრძობს.

არსებული რეიტინგების განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობენ პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტები. სპეციალისტების შეფასებით, მონაცემებს მშვიდობიანი პოლიტიკა განაპირობებს.

გლობალური ინდექსების გარდა, პრემიერმა დღეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა მუშაობას აქტიურად განაგრძობს, რომ მაჩვენებლები უფრო გაუმჯობესდეს.

საქასტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველო უკვე 5 თვეა, ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

მთავრობის წევრების განმარტებით ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა, უცხოური ინვესტიციები არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები გაზარდა.

 

 

დღის ამბები