27 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
დიდი ოცეულის მონაწილეთა უმეტესობა რუსეთს აგრესორ ქვეყნად პირდაპირ არ მოიხსენიებს - ჯოზეფ ბორელი

დიდი ოცეულის მონაწილეთა უმეტესობა რუსეთს აგრესორ ქვეყნად პირდაპირ არ მოიხსენიებს – ამის შესახებ ჯოზეფ ბორელი აცხადებს.

ევროკომისარის თქმით, ყველა გმობს თავდასხმას უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, თუმცა როდესაც საქმე ეხება აგრესორის დასახელებას , თუ ვინ არის პასუხისმგებელი შედეგებზე, მრავალი მათგანი თავს იკავებს სხვადასხვა მიზეზით.

"ნაწილი ჩივის ორმაგ სტანდარტებზე ან მათ უბრალოდ სურთ, შეინარჩუნონ კარგი ორმხრივი ურთიერთობები რუსეთთან. ბევრს არ სურს აირჩიოს მხარე , რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის მათ გეოპოლიტიკურ ინტერესებს" ,– წერს ბორელი.

დღის ამბები