27 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
ვისაც უნდა ევროკავშირი, ჩაერთვება რეკომენდაციების განხორციელებაში, ქართულ პოლიტიკაში ამაზე მარტივად საკითხი არ ყოფილა -  პაპუაშვილი

პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება პარტიების წერილობითი ანალიზის გაცვლა, რომელიც შეეხება იმას, რა რეფორმები განხორციელდა აქამდე, რა გამოწვევები არსებობს და როგორ უნდა უპასუხონ ამ გამოწვევებს.

"დღევანდელ შეხვედრაზე მოხდება პარტიების მიერ გაკეთებული წერილობითი ანალიზის გაცვლა. როგორც გახსოვთ, მაშინ, როდესაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, პირველ ეტაპად დაისახა ნაბიჯი, რომ ყველა პარტიას, ფრაქციას, თუ პოლიტიკურ ჯგუფს მოემზადებინა საკუთარი წერილობითი ანალიზი, თუ რა რეფორმები განხორციელდა აქამდე, სად ვართ, რა გამოწვევებია და როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. ერთი რამ ფაქტია, ჩანს, რომ არის შეუთანხმებლობა შეფასებაში, დიაგნოზში. ამიტომ იმისთვის, რომ შეფასებებში ვნახოთ, რა არის ამის არგუმენტი, საჭიროა, იყოს გარკვეულწილად ანალიზზე და მტკიცებულებებზე დაფუძნებული.

ის, ვისაც უნდა ევროკავშირი, ვისაც უნდა ამ გზაზე სიარული, ჩაერთვება ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების განხორციელებაში. ის, ვინც არ ერთვება ამ რეკომენდაციების განხორციელებაში, მას არ უნდა ევროკავშირი. მგონი, ამაზე მარტივად ქართულ პოლიტიკაში ჯერ საკითხი არ ყოფილა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრაში ოპოზიციიდან მონაწილეობენ "გირჩის", "მოქალაქეების", პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატები. საპარლამენტო ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებს.

დღის ამბები