საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-მატჩების სერიის გათამაშებაში, 6 ერის ნაკრები იტალია ისტორიულ მატჩში დაამარცხა.
ქართველმა მორაგბეებმა მატჩის პირველი ნახევარი 19-13 მოიგეს, ხოლო საბოლოო ანგარიში კი 28-19 დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ "ბორჯღალოსნებს" იტალიელების წინააღმდეგ აქამდე ჩატარებული 4 შეხვედრიდან 4-ივე წაგებული ჰქონდათ, შესაბამისად ამ შეხვედრად დიდი პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ძლიერი არგუმენტი, რათა ჩაანაცვლოს იტალია 6 ერში.
ამ გამარჯვებით საქართველოს სარაგბო ნაკრებმა 6 ერის ტურნირზე შესასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა.