ჩაქვში, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი აშენდება. სარაგბო სტადიონის მშენებლობის დაწყება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტთან ერთად დააანონსა.
მოედანზე 300 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა. ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ოფისი, გასახდელები და პრესკონფერენციის სივრცეც განთავსდება.