27 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ისტორიულ მატჩამდე ორი საათი დარჩა -  გულშემატკივრები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და "ბათუმი არენასკენ" მსვლელობით მიემართებიან

ზღვისპირა რეგიონი დიდი რაგბის მოლოდინშია. ბორჯღალოსნები ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ითამაშებენ და პირველად იტალიელ მორაგბეებს უმასპინძლებენ. 

ქართველი გულშემატკივარი ტრადიციულად აქტიურობს. მათი ნაწილი ევროპის მოედანზე შეიკრიბა და სწორედ აქედან აპირებენ ერთობლივად სტადიონზე მისვლას. 

გულშემატკივრების თქმით, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს სარაგბო ნაკრებს 6 ერის ნაკრებებთან გამარჯვება ჯერ არ აქვს, მათ იმედი აქვთ, რომ დღეს ნავსი გატყდება და შევძლებთ იტალიის დამარცხებას. 

ისინი ფიქრობენ, რომ საქართველოს იტალიის დამარცხება ქართული ჟინისა და შემართების ხარჯზე შეუძლია. ნაკრების ქომაგების აზრით, დღეს გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს გაუჩნდება ძალიან დიდი შანსი, გადავიდეს 6 ერში. 

ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები