27 ნოემბერი 2024,   11:48
ვრცლად
"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის კონფერენცია ამჯერად მცხეთა - მთიანეთში გაიმართა

ქართულ პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება გრძელდება - "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის კონფერენცია ამჯერად მცხეთა-მთიანეთში გაიმართა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და 14 წევრიანი შემადგენლობა წარადგინა, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

"დავაფუძნეთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული საბჭო. მათ შორის, ამ შეხვედრაზე გვეძლევა საშუალება, რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ სამოქმედო გეგმებზე, თუ როგორ ვაპირებთ, რომ პარტიის შიგნით ქალებისთვის ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ მათთვის, ვისაც უნდა, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკაში. ამავე დროს, ქალთა ორგანიზაციის ფარგლებში, რამდენად ინტენსიურად ვიმუშავებთ იმ საჭიროებებზე, რომელიც ზოგადად ქალ ამომრჩეველს გააჩნია", - განაცხადა "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ნინო წილოსანმა.

დღის ამბები