27 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის დაბომბვა დაიწყეს - რუსი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას მიზანმიმართულად ანადგურებენ

1 დაღუპული და 5 დაშავებული - ოკუპანტებმა კრივი-რიჰის საცხოვრებელი უბნები დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, აფეთქებული სახლების და სკოლის სიახლოვეს სამხედრო ობიექტი არ არის, შესაბამისად, მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიში მიზანმიმართულად მიიტანეს.

ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ ოკუპირებული ენერგოდარიდან ნიკოპოლის მიმართულებით შეტევა განახორციელა. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, კვების ობიექტი და რამდენიმე სასურსათო მაღაზია. მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ცნობები ჯერჯერობთ არ გავრცელებულა.

ოკუპირებული ხერსონიდან ოკუპანტებმა დაბომბეს ნიკოლაევი. როგორც ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აგრესორმა ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა. უკრაინის ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე განადგურებული ობიექტების შესახებ ცნობებს ჯერჯერობით არ ავრცელებს.

საპასუხო შეტევა განახორციელეს უკრაინელმა სამხედროებმაც. დონეცკის ოლქში მათ ოკუპანტების რამდენიმე საწყობი ააფეთქეს. მოკლულია 300-მდე რუსი სამხედრო.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. უკრაინის ვიცე-პრემიერი მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

უკრაინის გენშტაბში ასევე ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში ოკუპანტი დონეცკის ოლქზე მასირებული შეტევისთვის ემზადება. ამ მიზნით, მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის მობილიზება. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთის მთავარი სამიზნე ახლა ქალაქი სივერსკია.

 

დღის ამბები