რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მოსაზრებით, მატჩი, რომელსაც ხვალ მთელი საქართველო ელოდება, სპორტულთან ერთად ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება. ნიკა ალავიძის თქმით, სპეციალურად ამ დღისთვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩაინიშნა.
მატჩის პარალელურად ეკონომიკურ შესაძლებლობაზე საუბრობს იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტიც. მაურიციო ინოცენტი თვლის, რომ ქვეყნის მასშტაბით 100 სარაგბო სტადიონის გახსნა ამ მიმართულებით კარგი შესაძლებლობაა. მისივე თქმით, აქტიურად განიხილება სამომავლო თანამშრომლობა, მათ შორის ფინანსური კუთხით.
სარაგბო მატჩზე დასასწრებად ბათუმში სპორტსმენებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტული ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ბიზნესმენები არიან, რომლებიც საინვესტიციო გარემოს გაფართოების შესაძლებლობას კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს.
ის, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება ეკონომიკის განვითარებისთვის დამატებითი სტიმულია, ამას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრიც უსვამს ხაზს.
იტალიელ მორაგბეთა ნაკრები საქართველოს პირველად სტუმრობს. მატჩის პარალელურად კი, ტურისტული, ეკონომიკური და რეგიონული პოტენციალის გაზრდას პროგნოზირებენ.