27 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
მასშტაბური პროტესტი შრი-ლანკაში - დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ

მასშტაბური პროტესტი შრი-ლანკაში - დედაქალაქ კოლომბოში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

სამართალდამცავების ძალისხმევის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ალყაში მოქცევა და შენობაში შეჭრა მოახერხეს. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის აუზითაც ისარგებლეს.

საპროტესტო აქციის შედეგად 39 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 პოლიციელი. შრი-ლანკის პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის მზადაა, პრეზიდენტის პოსტი დატოვოს.

 

დღის ამბები